ახალი ამბები

ვისთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს, განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად – ბოკერია ხაზარაძეზე

9 ივლისი, 2019 • 773
ვისთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს, განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად – ბოკერია ხაზარაძეზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ “ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” ის ძალაა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეცვალოს, თუმცა პოლიტიკაში პროდასავლური ღირებულებების ჯგუფებს მიესალმება.

ამის შესახებ ბოკერიამ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“მე მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩემი გუნდი, ჩვენი გუნდი, „ევროპული საქართველო“, ჩვენი პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“, არის ის გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, დიდს თუ პატარას, ახალს თუ ძველს, რომელიც ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, უფრო სწორად, ერთი ღირებულებები გვაქვს, მივესალმები და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად”, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 9 ივლისს განაცხადა, რომ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს.

ამავე თემაზე:

ხაზარაძე: გადავწყვიტე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი