ახალი ამბები

წყალდიდობა ვაშინგტონში: ნაწილობრივ დაიტბორა თეთრი სახლიც

9 ივლისი, 2019 • 2133
წყალდიდობა ვაშინგტონში: ნაწილობრივ დაიტბორა თეთრი სახლიც

გადაუღებელი წვიმის გამო აშშ-ის დედაქალაქში წყალდიდობაა. დაიტბორა მერილენდისა და ვირჯინიის შტატები, ასევე- თეთრი სახლის ნაწილი. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.

წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ვაშინგტონის გარეუბან არლინგტონში მეტროსადგური Vinginia Square და რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტის მუშაობა შეფერხებულია. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

 

CNBC -ის კორესპონდენტი კი დატბორილი თეთრი სახლის ფოტოებს ავრცელებს:

ავტორი: ნინი გოგიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი