ახალი ამბები

არ მგონია, რომ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს – კილაძე ხაზარაძის განაცხადზე

9 ივლისი, 2019 • 569
არ მგონია,  რომ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს – კილაძე ხაზარაძის განაცხადზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატი სოფო კილაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“ყველას აქვს უფლება დააფუძნოს მოძრაობა და მათ შორის პოლიტიკური მოძრაობაც. ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ მას [მამუკა ხაზარაძეს] დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს ”, – განაცხადა კილაძემ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძმ 9 ივლისს განაცხადა, რომ აპირებს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას.

“სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების, ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძე: გადავწყვიტე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი