ახალი ამბები

ვაზისუბანში მოკლულის ნათესავების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციელია

9 იანვარი, 2015 •
ვაზისუბანში მოკლულის ნათესავების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციელია

გარდაცვლილის ნათესავმა, ზურაბ მელაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში თქვეს, აიყვანეს პატრულის თანამშრომელი, რომელმაც დანაშაული აღიარა.

 

“პოლიციაში თქვეს, აიყვანეს ვიღაც პატრულის თანამშრომელი, რომელმაც აღიარაო. მოტივზეც ვერავინ ვერ ვსაუბრობთ, არ ვიცით,”– განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.

 

მისივე თქმით, კობა აღლემაშვილს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

 

გარდაცვლილის მამა, ზურაბ აღლემაშვილი ამბობს, რომ მის შვილს 6 თვის წინ ზუსტად იმავე სადარბაზოში დაესხნენ თავს, სადაც გუშინ მკვლელობა მოხდა.

 

“6 თვის წინ მოხდა კიდევ ასეთი შემთხვევა, ზუსტად იგივე სადარბაზოში დახვდა ვიღაც ხულიგნები, მაშინ რაღაც “ცეფი” მოგლიჯეს და წაიღეს. მაშინ გადარჩა, მთელი 10 დღე უგონოდ იყო, გვეწვინა საავადმყოფოში, ძლივს გადავარჩინეთ. ახლა იგივე განმეორდა გუშინ, საღამოს, ახალმობნელებულზე დაესხნენ თავს და მოკლეს კაცი,”– განაცხადა ზურაბ აღლემაშვილმა.

 

მისი თქმით, გაიგეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია, თუმცა პოლიციის განყოფილებაშ მას ეუბნებიან, რომ დაზუსტებით ჯერ არ იციან.  

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებს არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი