ახალი ამბები

ფრენების აკრძალვა რუსულ ავიაკომპანიებს $46 მლნ-ით აზარალებს – Interfax

8 ივლისი, 2019 • 960
ფრენების აკრძალვა რუსულ ავიაკომპანიებს $46 მლნ-ით აზარალებს – Interfax

დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიაფრენები აიკრძალა, რაც, როგორც რუსული სამთავრობო გამოცემა Interfax წერს, რუსულ ავიაკომპანიებს დაახლოებით 46 მლნ აშშ დოლარით აზარალებს.

Interfax რუსეთის ტრანსპორტის მინისტრზე, ევგენი დიტრიხზე დაყრდნობიც წერს, რომ წინასწარი ცნობებით, ავიაკომპანიები 3 მლრდ რუბლს (დაახლ. 46 977 000 აშშ დოლარს) დაკარგავენ. მინისტრის თქმით, ამ თანხაში შედის როგორც უკან დაბრუნებული ბილეთების ფასი, ასევე ის მოგება, რომელსაც კომპანიები პუტინის აკრძალვის გამო “გამოტოვებენ“.

ევგენი დიტრიხი ამბობს, რომ 54 ათასი ტურისტიდან, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ქვეყანაში მხოლოდ 4.5 ათასი დარჩა, რომლებმაც ბილეთი არ გააუქმეს ან არ გადაცვალეს.

ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისის განკარგულებით მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით აუკრძალა.

ეს განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი