ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ “შარლი ებდოზე” მომხდარი თავდასხმა დაგმო

8 იანვარი, 2015 • 1122
აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ “შარლი ებდოზე” მომხდარი თავდასხმა დაგმო

“აზერბაიჯანელი ხალხი, რომელსაც არაერთხელ გამოუცდია ტერორისტთა ქმედებები, მოწმეა იმისა, თუ რამდენი უბედურება მოაქვს ამ დანაშაულებს საზოგადოებისთვის. აზერბაიჯანელი ხალხი ტერორიზმის წინააღმდეგია და ყოველთვის მოუწოდებდა მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ. მუსლიმების მოციქულის შეურაცხყოფა და ასობით მილიონი მორწმუნის გრძნობების დამცირება დაუშვებელია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს სისხლისღვრის გამამართლებელი”, – ციტირებს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის განცხადებას trend.az-ი.


პარტია  “ახალი აზერბაიჯანი” სამძიმარს უცხადებს ფრანგ ხალხს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ დანაშაულის ჩამდენები ღირსეულ სასჯელს მიიღებენ – წერს გამოცემა.


ფრანგული ჟურნალი Liberation – „ჩვენ ყველა შარლი ებდო ვართ“
ფრანგული ჟურნალი Liberation – „ჩვენ ყველა შარლი ებდო ვართ“


7 იანვარს პარიზში თავს დაესხნენ სატირულ გამოცემა “შარლი ებდოს” ოფისს, რის შედეგადაც გარადაიცვალა 12 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი