ახალი ამბები

პარლამენტთან ჰომოფობიურ აქციაზე ერთ-ერთმა სპიკერმა გახარია მიიწვია

8 ივლისი, 2019 • 1624
პარლამენტთან ჰომოფობიურ აქციაზე ერთ-ერთმა სპიკერმა გახარია მიიწვია
პარლამენტთან შეკრებილი ჰომოფობიური აქციის მონაწილე, სიტყვით გამომსვლელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, მივიდეს და შეხვდეს შეკრებილებს.
სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა სპიკერმა ზურაბ მახარაძემ გაიხსენა 2018 წლის მაისში ღამის კლუბ “ბასიანის” დარბევის შემდეგ გახარიას შეხვედრა დემონსტრანტებთან, რომლებიც ამ ფაქტს აპროტესტებდნენ. მახარაძემ თქვა, რომ თუ გახარია მაშინ მათთან სასაუბროდ მივიდა, ახლაც უნდა მივიდეს პარლამენტის წინ შეკრებილებთან.

ზურაბ მახარაძე და ლევან ჩაჩუა

მასალების გადაბეჭდვის წესი