ახალი ამბები

რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა

8 ივლისი, 2019 • 1099
რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. ტელეკომპანიამ ბოდიში მოუხადა მაყურებელს ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო, ხოლო ხელისუფლების განცხადებებს ცენზურის დაკანონება უწოდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა გუშინ ღამით, ტელევიზიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს შეწყვიტა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  განაცხადა, რომ ვიდრე ტელეკომპანიის ჟურნალისტებისა და პერსონალის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, არხი მაუწყებლობას არ განაახლებს.

მოქალაქეების ჯგუფი „რუსთავი 2“-თან 7 ივლისს, გვიან ღამით შეიკრიბა და გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება გააპროტესტა. აქცია დაახლოებით ღამის 4 საათზე დასრულდა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა  ბოდიში მოიხადა ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი