ახალი ამბები

კვესიტაძე: მე პირადად ვიხდი ბოდიშს იმ უპასუხისმგებლო ტექსტის გამო, რაც მოვისმინეთ

7 ივლისი, 2019 • 1866
კვესიტაძე: მე პირადად ვიხდი ბოდიშს იმ უპასუხისმგებლო ტექსტის გამო, რაც მოვისმინეთ

ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას მიერ რუსთავი 2-ის გადაცემა P.S-ის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინებდა, ბოდიშს იხდის. ჟურნალისტის თქმით, განცხადება უპასუხისმგებო იყო:

“ამის მოსმენა ჩემთვის იყო ძალინ მძიმე. მეც ამ არხის თანამშრომელი ვარ და მე ზუსტად ვიცი, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავხდეთ ჟურბალისტები, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლების და ამ ქვეყნის წინაშე. მით იმეტეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რუსთავი 2 ის ყველაზე პოპულარული ეთერით. ამიტომმ ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ ეთერში ვამბობთ, უნდა იყოს ძლიან დიდი ხნის ფიქრის შედეგი.

ჩვენ გვაქვს ჩვენი აპსუხისმგებლობა ეთიკისა და სტანდარტის მიმართ,რომელსაც უნდა პატივი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ჟურნალისტები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს თავს, კოლეგებს, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ თავდაუზოგავად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ბრძოლას, რომელიც არ გადის მხოლოდ ამ არხზე. ეს ბრძოლა გადის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნებაზე. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივრებს და უნდა ვიცოდეთ რა პასუხისმგებლობას ვატარებთ როდესაც პირდაპირ ეთერში ვზივართ” – თქვა ეკა კვესიტაძემ.

კვესიტაძის თქმით, მისთვის გასაკვირია, რომ გაბუნიამ შექმნილი კონტექსტი ვერ გაითვალისწინა და ოპონენტებს ამ განცხადების ტელეკომპანიის საწინააღმდეგოდ გამოყენების საბაბი მისცა:

“მე პირადად ვიხდი ბოდიშს იმის გამო რაც დღეს მოვისმინეთ, იმ უპასუხისმგებლო ტექსტის გამო, რომელიც მე მოვისმინე. მიკვირს, რომ გიორგიმ ეს კონტექსტი ვერ გაითვალისწინა, როდესაც ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადების წინ და როდესაც უნდა ვიაროთ დანის პირზე იმისათვის, რომ ხელისუფლებას, რუსეთუმეებს, ამ ქვეყნის მტრებს არ უნდა მივცეთ თუნდაც უმნიშვნელო საბაბი, რომელსაც ისინი არამარტო ამ ტელევიზის და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, არამედ გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ” – ამბობს კვესიტაძე.

გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი