ახალი ამბები

პრეზიდენტი შობას დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

7 იანვარი, 2015 • 2044
პრეზიდენტი შობას დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

პრეზიდენტმა მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

“მინდა ყველას მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული.  დღს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს; რომელსაც აქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს; რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”.


7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს, მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.


მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II შობის დღესასწაულს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო, სადაც მან წირვა-ლოცვა აღავლინა და ტრადიციული საშობაო ეპისტოლე წაიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი