ახალი ამბები

რუისთან ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 5 დაშავდა

7 ივლისი, 2019 • 1570
რუისთან ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 5 დაშავდა

რუისთან, ავტოავარიის გამო სამი ადამინი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2 გარდაცვლილი არასრულწლოვანია.

უწყების ცნობით, დაღუპულები სომხეთის მოქალაქეები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი