ახალი ამბები

“მტყუნის ….. ……!” – მაღლაფერიძე ბაჩო ქაჯაიას საკითხზე “ფეიქის ამგორებლებს” მიმართავს

6 ივლისი, 2019 • 1555
“მტყუნის ….. ……!” – მაღლაფერიძე ბაჩო ქაჯაიას საკითხზე “ფეიქის ამგორებლებს” მიმართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ავადმყოფებს უწოდებს მათ, ვისაც ჰქონია, რომ პირველმა არხმა შეიძლება დაითხოვოს წამყვანი იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში რუსეთს ოკუპანტი უწოდა.

მაღლაფერის ეს განცხადება თავად საზოგადეორბივი მაუწყებელმა გაავრცელა.

საუბარია  საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის “ღამის შოუ პირველზე” წამყვანის, ბაჩო ქაჯაიას განცხადებაზე. მან სეზონის ბოლო გადაცემის დაწყებამდე პირველი არხის ეთერში ტელემაყურებელს მიმართა, რომ მისი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან პროტესტს და აღშფოთებას გამოხატავს იმაზე, რა ფორმითაც აქცია დაშალეს. გადაცემის ჩანაწერის ეთერში გასვლამდე, ტელემიმართვისას, ბაჩო ქაჯაიას მავრთულხლართებით მოხატული მაისური ეცვა, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ეწერა. ამ ფაქტს 5 ივლისს ბევრია მედიასაშუალება გამოეხმაურა.

“დღეს, მთელი დღე, სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ეს სიბრიყვე, ბაჩო ქაჯაიამ რუსეთზე რომ ოკუპანტი თქვა, ამის გამო სამსახურიდან უშვებენო, ზოგი ვითომ ეშმაკობდა და შეკითხვას გვისვამდა, თუმცა, მიზანი იგივე ჰქონდა – ამ სისულელის გავრცელება. ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არცერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს. ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი-ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ. მე მგონია, რომ არცერთ ადამიანს, რომელიც საკუთარ გონიერებას ოდნავ მაინც პატივს სცემს, წესით, ასეთი სულელები არ უნდა ვეგონოთ, თუმცა ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება. რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, ვინ და რატომ ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ამ უსინდისო ფეიკის აგორებას? ვინ და ის არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ, რომ საქართველოს პირველი არხის დისკრეტიდაცია არ სცადონ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც ამ განმარტებას შეისმენენ და ხვალ და ზეგ მაინც იგივეს გაიმეორებენ, ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა, წესით, არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება სამართლიან პროტესტს – პირველი არხის წამყვანი

მასალების გადაბეჭდვის წესი