საქართველოს პატრიარქ ილია II-ს დღეს, 4 იანვარს 82 წელი შეუსრულდა.

პატრიარქის იუბილეს უამრავ მიმლოცველებს შორის არის აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პრემიერ მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი.
„უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს.
მის უწმინდესობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერის საკეთილდღეოდ, – პრემიერის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, რვა საათზე ფილარმონიაში პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართება.







