ახალი ამბებისაზოგადოება

ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენეთ – თაბაგარი მღვდელმთავრებთან ფოტოზე

4 ივლისი, 2019 • 2846
ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენეთ – თაბაგარი მღვდელმთავრებთან ფოტოზე

3 ივლისს აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი აღნიშნეს, სადაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მღვდელმთავრებსა და პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს შეხვდნენ. ფოტო გამოცემა On.ge-მ გაავრცელა.

გიორგი თაბაგარის განცხადებით, ბევრი მცდელობის მიუხედავად, აქამდე საპატრიარქოსთან დიალოგი ვერ შეძლეს, თუმცა ახლა ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენეს.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში უნდათ მარტივი რაღაც გააგებინონ როგორც ეკლესიას, ასევე საზოგადოებას:

არ არის აუცილებელი ერთმანეთი გვიყვარდეს, ეკლესიაში ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერასაც არავინ ითხოვს. მთავარია, მშვიდობიანად თანაცხოვრება შევძლოთ არაძალადობრივ საზოგადოებაში. ეკლესიაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ სიკეთეს და სიყვარულს იქადაგებს. ასე ვითარდებიან ქრისტიანობის სხვა განშტოებები და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. იმის გააზრებაც უნდა მოხდეს, რომ 17 მაისის მსგავსი ძალადობრივი ქმედებები მათთვის დამღუპველი იქნება და ეს უნდა დაასრულონ!”

გიორგი თაბაგარი იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება ერთადერთი შეხვედრა და კიდევ მოახერხებენ დიალოგის რეჟიმში მღვდელმთავრებთან ურთიერთობის გაგრძელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი