ახალი ამბები

ან ჟენევის მოლაპარაკებები, ან ომი – კარასინი

4 ივლისი, 2019 • 2760
ან ჟენევის მოლაპარაკებები, ან ომი – კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკების ალტერნატივა მხოლოდ ომია. კარასინის განცხადებას RIA ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ფორმატის გარდა სხვა გზა მხოლოდ ომია.

“ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა: ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. არ არსებობს სხვა ფორმატი. ან ჟენევაში შეხვედრაა, ან შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და ომი. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები საუკეთესო ხერხია სამხრეთ კავკასიაში ნევროზისა და ნეგატივის დაგროვების წინააღმდეგ“, – განაცხადა კარასინმა.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი