ახალი ამბები

2019 წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 98 მლნ აშშ დოლარია

3 ივლისი, 2019 • 1830
2019 წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 98 მლნ აშშ დოლარია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა  6%-ით გაიზარდა.  2019 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოდან 40.5 მლნ ბოთლი ღვინო 98 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული

  •  რუსეთი -25 582 447 ბოთლი
  • უკრაინა -3 752 488 ბოთლი
  • ჩინეთი – 3 554 127 ბოთლი
  • პოლონეთი -1 821 802 ბოთლი
  • ყაზახეთი -1656318 ბოთლი

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  აშშ-ში  ღვინის ექსპორტი 88%-ით გაიზარდა და 6 თვეში, ჯამში, 354 8 74 ბოთლი ღვინო გაიყიდა. ჩინეთში ღვინის ექსპორტი 19%-ით, ხოლო პოლონეთში – 16%-ით გაიზარდა.

ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებშიც გაიზარდა

  • საფრანგეთი – 55 908 ბოთლი
  • ლიეტუვა – 31 5306 ბოთლი
  • ესტონეთი – 326 966 ბოთლი
  • გერმანია – 317 771 ბოთლი

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“, “მუკუზანი“, „წინანდალი“, ახაშენი და  „ხვანჭკარა“ .

სააგენტოს ინფორმაციით, 6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი