ახალი ამბები

“ყვითელი ბარათი კახა კალაძეს” – საპროტესტო აქცია რაჭაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

28 დეკემბერი, 2014 •
“ყვითელი ბარათი კახა კალაძეს” – საპროტესტო აქცია რაჭაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

დემონსტრანტების განცხადებით, ისინი რაჭის დატბორვას არ დაუშვებენ.


სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან
სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან

სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან
სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან

სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან
სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან

სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან
სკრინშოტი საზოგადოებრივი მაუწყბელის ვიდეოდან

“ფარული, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით, სახელმწიფომ უკვე გასცა ნებართვა რაჭაში, კერძოდ შარეულას ხეობაში ჰესის მშენებლობაზე. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ჩალიკ ენერჯი სანა აწარმოებს.  ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მშენებლობას. ყველაზე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რომ ვახსენოთ – რაჭაში შეიცვლება მიკროკლიმატი, რაც თავის მხრივ ხვანჭკარის საღვინე ვაზის ჯიშის – ალექსანდროულის გადაჯიშებას, ზვავსაშიშროების ამაღლებას, ჭარბ ნესტიანობას და რიონის დონის აწევას გამოიწვევს. გაიჩეხება შარეულას ტერიტორია, განადგურდება უნიკალური ხეების დიდი ნაწილი და ა.შ. და ა.შ.  სამუშაოების საერთო სიგრძე 19.5 კილომეტრს შეადგენს”,- ნათქვამია საპროტესტო ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საკითხთან დაკავშირებით არსებობს პეტიციაც.


ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 17 დეკემბერს სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც რაჭაში ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესაძლო განხორციელებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს პროექტი არ ითვალისწინებს ადგილის დატბორვას. იგი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დაიდო კვლევის შესახებ მემორანდუმი, რაც 18 თვის გამვალობაში ეკოლოგიურ, ფინანსურ, სოციალურ და ტექნიკურ შესწავლა-შეფასებას გულისხმობს და მხოლოდ ამის შემდეგ კანონის სრული დაცვით მოხდება სამშენებლო ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებული საპროექტო წინადადდება არ ითვალისწინებს არც დატბორვას და, შესაბამისად, არც სოფლების გადასახლებასა თუ ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას.  გარემოზე ზემოქმედების და სოციალური საკითხების შეფასების დროს განხილული იქნება ყველა შესაძლო ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად იმ ადგილზე რომელი პროექტის განხორციელება იქნება გამართლებული”,- განაცხადა კალაძემ.

ახალი ჰიდროელექტროელექსადგურების მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის თებერვალში დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე რიონზე, “ალპანა“ და სადმელი“ ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად თურქული კომპანია Calik Enerji-ი გამოცხადდა. “ალპანაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 70,6მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი – 356,8 მლნ.კვტ/სთ.



მასალების გადაბეჭდვის წესი