ახალი ამბები

ბაქრაძე: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა

27 დეკემბერი, 2014 •
ბაქრაძე: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, ამ ფონზე მისი ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესდა:

 

“რა თქმა უნდა, ამან ჩემი ცხოვრებაც შეცვალა უარესისკენ, მაგრამ ვიქნები უსამართლო, რომ ჩემი თავი, დეპუტატის ხელფასით, შევადარო იმ გაჭირვებულ ადამიანებს, ვისთვისაც ბაზარში 1 ლარით მომატებული ხორცის ფასი არის კატასტროფა. შეიცვალა უარესობისკენ, მაგრამ არ ვიქნები სწორი, ვიწუწუნო იმ ხალხივით, ვისაც მართლა უჭირს დღეს. რა თქმა უნდა, ხალხის პრობლემები და გაჭირვება დაიწყო 90-იანი წლებიდან და ეს არ დაწყებულა ორი წლის წინ, მაგრამ განსხვავება ჩვენ დროსა და დღევანდელ დროს შორის არის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორში – ჩვენ დროს იყო საზოგადოებაში იმის განცდა, რომ ეკონომიკურად ქვეყანაში იყო დინამიკა და საქართველო ვითარდებოდა, რაც არ იყო ტყუილი განცდა – ჩვენს დროს ხელფასები გაიზარდა, პენსიები გაიზარდა, ბიუჯეტი გაიზარდა, სამედიცინო დაზღვევა გაკეთდა. დღეს მე, როგორც საზოგადოების ნაწილს, მაქვს ადამიანებისგან ინფორმაცია, რომ ეს განცდა არ არის, ხალხმა არ იცის, რა იქნება ხვალ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი