ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენს ტელევიზიებს უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან სიცრუეს ტირაჟირებენ

26 დეკემბერი, 2014 • • 910
ღარიბაშვილი: ჩვენს ტელევიზიებს უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან სიცრუეს ტირაჟირებენ

“ის, რომ სააკაშვილი აკონტროლებს ერთ-ერთ ტელევიზიას, ეს ყველამ კარგად ვიცით. დღესაც სააკაშვილი გელაპარაკებათ თქვენ 24 საათის განმავლობაში. საკუთარი ტელევიზიით. ეს არის ის, რამაც განაპირობა ეს დაბნეულობა და განცდა რაც შეიქმნა, რომ იქნებ არაფერი არ კეთდება. ამ დროს ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. მოსახლეობას აქვს განცდა, რომ იქნებ რაღაც არ კეთდება, ჩვეულებრივია ეს. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ როცა ადამიანს ერთსა და იმავეს უმეორებ 24 საათის განმავლობაში, როგორც მინიმუმ, მას ეჭვი აღეძვრება, როცა ჩვენ ციფრებს ვუპირისპირებთ მათ ბრალდებებს, რაც მოდის ტელევიზიებიდან, იგივე სააკაშვილისგან. ჩვენს ტელევიზიებს უნდა დავარქვათ სააკაშვილი. იმიტომ, რომ სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ ხშირ შემთხვევაში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ეს განცხადება ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც მისი მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობდა. ღარიბაშვილის თქმით, პრობლემები კვლავ რჩება, თუმცა ბევრი რამ გაკეთდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიღწევებს ვერ ხედავს მოსახლეობა, რადგან ტელევიზიები მიზანმიმართულად ქმნიან ისტერიას.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი