“პარტიების დაფინანსების ახალი წესი შემუშავდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “შერატონში” განაცხადა, სადაც “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივას აცნობს.
კობახიძის თქმით, ამ საკითხზე, ისევე როგორც უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებაზე, კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარიმართება.
შეხვედრაში არ მონაწილეობენ გაერთიანებული ოპოზოციის, ევროპული საქართველოს, რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.
“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს მომდევნო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში და ბლოკების გარეშე.
კონსტიტუციური კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად მსვლელობა მიეცემა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიცირებული პროექტის ავტორები ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი არიან.