ახალი ამბები

კახეთში ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა, 2 მძიმედაა — შსს

30 ივნისი, 2019 • 1566
კახეთში ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა, 2 მძიმედაა — შსს

კახეთში ავტოავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, — უთხრეს ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ის ინფორმაციით, ავტოავარია 30 ივნისის დილას, სოფელ შიბლიანთან მოხდა — ერთმანეთს მერსედესის მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიკვდილი.

მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი