გარდა ამისა, შპს „რ-რადიოს“ N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო სანქცია წერილობითი გაფრთხილებაც დაეკისრა.
“ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia“ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით ამზადებდა რადიოპროდუქციას, რომელსაც 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე სახელწოდებით – „რადიო სპუტნიკი საქართველო“, შპს „რ-რადიო“ ავრცელებდა, რაც ერთობლივად მაუწყებლობის განხორციელებაა შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე,”- წერია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში, რომელიც კომისიამ დღეს, 25 დეკემბერს გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც კომისიამ 13 ნოემბერს აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო, შპს „რ-რადიომ“ შეწყვიტა „რადიო სპუტნიკი საქართველოს“ გავრცელება.
საინფორმაციო – ანალიტიკურმა რადიოსადგურმა Sputnik-მა, რომელიც “როსია სეგოდნიას” [“Россия сегодня”] პროექტია, საქართველოში მაუწყებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო.
“Sputnik-ის კონტენტი გათვლილია იმ მრავალმილიარდიან აუდიტორიაზე, რომელიც დაიღალა ერთპოლარული მსოფლიოს თავსმოხვეული პროპაგანდით და ალტერნატიული თვალთახედვა სჭირდება,” – აცხადებს “როსია სეგოდნიას” გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი.