ახალი ამბები

რიკოთის საავტომობილო გზა ჩაიკეტა

12 ივნისი, 2014 • • 1914
რიკოთის საავტომობილო გზა ჩაიკეტა

ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზის კმ136–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე სტიქიის ზონაში იმყოფება. 


ამ დროისათვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, ჩამოშლილია დაახლოებით 2 ათასი კუბური მეტრის ოდენობის მთის ქანები. ჩამოწოლილმა მასამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად დაფარა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რიკოთი
რიკოთი


მასალების გადაბეჭდვის წესი