ახალი ამბები

სანდრა რულოვსი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

29 ივნისი, 2019 • 1214
სანდრა რულოვსი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრა რულოვსი ამბობს,  რომ გიორგი გახარაის გადადგომასთან ერთად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს:

“მთავარი მოთხოვნა არის გახარიას გადადგომა. მემგონი მიხვდა უკვე, მე-10 დღეა ხალხი დგას ქუაში და უფრო და უფრო მატულობს. მოთხოვნაა [ასევე] ვადამდელი არჩევნები. მეტი უკვე აღარ შეიძლება, ნდობა საერთოდ დაკარგული აქვს ამ მთავრობას” – უთხრა სანდრა რულოვსმა “რუსთავი 2-ს”.

დღეს, თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით “თავისუფლების მარში” მოეწყო, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომაგენლებიც შეუერთდნენ.

უკვე მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქვიები იმართება. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ ყოფილა. ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასხვლას, 20 ივნისის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებას და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

“ქართულმა ოცნებამ” დააკმაყოფილა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩატარებაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეულის ნაცვლას პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო. ამასთან, საპატიმრო დატოვა ყველა დაკავებულმა, რომლებსაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. მათ ნაწილს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადა შეუმცირა, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა არ გაუუქმა.

ამჟამად, რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქცია მაინც არ წყდება და გრძელდება შს მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი