ახალი ამბები

თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი

25 დეკემბერი, 2014 •
თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი

იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია – მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მშენებარე ობიექტების შესახებ და აქვე შეავსონ სესხის განაცხადი მათ მიერ არჩეული უძრავი ქონების შესაძენად. პროექტის ფარგლებში იპოთეკური სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფით. 


იპოთეკურ ცენტრში მომხმარებლები მიიღებენ: 


  • საუკეთესო პირობებს იპოთეკურ სესხზე;
  • კონსულტაციას ბინის შეძენის დაფინანსებასთან  დაკავშირებით; 
  • სპეციალურ, მათზე  მორგებულ შემოთავაზებებს.   


ცენტრში ამ ეტაპზე წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიების  20-მდე მშენებარე პროექტი.  

 

იპთეკური ცენტრი მუშაობას უკვე შეუდგა ჭავჭავაძის 11-სა და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ბანკის ფილიალებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი