არჩილ თალაკვაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომე გახდა მას შემდეგ, რაც მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად ირაკლი კობახიძე გადადგა, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური აკეთებს, რომლის მიხედვითაც თალაკვაძე ამბობს:
„ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“.
უცნობია შეხვედრის დეტალები.