ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა

27 ივნისი, 2019 • 2042
აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე გადადგილება შეზღუდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, “თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ.

აფხაზები მოსკოვს მიმართავენ, ბობოხიძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ და სოხუმში ჩაიყვანონ

ხაჯიმბა ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, აქციებზე “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი