ახალი ამბები

პოლიციელების დიდი რაოდენობა თანაუგრძნობდა დემონსტრანტებს – გახარია

27 ივნისი, 2019 • 997
პოლიციელების დიდი რაოდენობა თანაუგრძნობდა დემონსტრანტებს – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტის დღეს დაწყებულ პროტესტს “პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა” თანაუგრძნობდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, სამართალდამცავებს, რომლებიც თავადაც მსახურობენ საოკუპაციო ხაზზე, “ოკუპაციისა და უსაფრთხოების კომპონენტი ძალიან კარგად ესმით”.

“ძალიან დიდი რაოდენობა პოლიციელების, რომლებიც იქ იდგნენ, ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდნენ პროტესტანტებს. რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე. მათ ძალიან კარგად ესმით, ოკუპაციისა და უსაფრთხოების კომპონენტი რამდენად მნიშვნელოვანი და ემოციურადაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომ ისინი აბსოლუტურად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს”, – აღნიშნავს ის.

გახარიას ეს პასუხი ეხებოდა ჟურნალისტის კითხვას, განიხილა თუ არა უსაფრთხოების საბჭომ ის რისკები, რომლებიც შეიძლებოდა დეპუტატ გავრილოვის ვიზიტს მოჰყოლოდა საქართველოში. გახარიამ აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

გავრილოვის ვიზიტის რისკები უსაფრთხოების საბჭოს არ განუხილავს – გახარია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი