ახალი ამბები

დიახ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა – ბახტაძე

27 ივნისი, 2019 • 1643
დიახ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა – ბახტაძე

“რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს გიორგი გახარია: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროცესზე უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ, რომლემაც მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გამოიყენა თავის იარაღად”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თუმცა ბახტაძემ იქვე თქვა, რომ “მთავრობაში არავინ გვყავს, ვინც თავის სკამს გამოეკიდება და საზოგადოებამ ეს კარგად იცის”. პრემიერმა იქვე დასძინა, რომ შესაძლო ძალის გადამატების საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოება თვითონ დაინახავს, რასთან გვქონდა საქმე.

“თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა იქნება შესაბამისი, ქართული საზოგადოება იქნება ის, ვინც განსაზღვავრს და შეაფასებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა პრესკონფერენციაზე თავისი სიტყვის დიდი ნაწილი ენმ-ს კრიტიკას დაუთმო. ბახტაძის შეფასებით, ენმ 7 წელია ცდილობს რევანშს.

“ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ,  ჩვენ ფეხი დაგვიცდა”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ საზოგადოებაში გულწრფელი ემოციები და პროტესტი გამოიწვია, რისი სოლიდარულიც “თითოეული ჩვენთაგანი არის”.

“იმავე დღეს მივეცით მკაცრი რეაქცია და ეს ასამბლეა იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი.

საღამოსაც გულწრფელი პროტესტი ვიხილით, მაგრამ ამავე დროს ჩაერთო დესტრუქციული ძალა [ენმ] და ყველამ დაინახა, რომ გულწრფელი პროტესტის თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოყენებას შეეცადა. რამდენიმე საათი მიდიოდა ძალდობა ჩვნს პოლიციელებზე. ამ აგრესიულ ძალას, რომ შტურმი ბოლომდე მიეყვანა, არავინ იცის რით დამთავრდებოდა. მშვიდობას და კონსტიტუციას დაემუქრა საფრთხე. ეს ყველაფერი უმძიმესი ქაოსით დასრულდბეოდა. პოლიციის ვალდებულებაა მშვიდობის და კონსტიტუციის დაცვა”, – თქვა ბახტაძემ.

მისივე თქმით, დადგა ის კრიტიკული მომენტი როცა, პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა აგრესიას და პოლიციას ერთადერთი საშუალება დარჩა, რომ ლეგიტუმური ძალა გამოეყენებინა.

“ვიხილეთ მძიმე სურათი დაზარალდნენ პოლიციელები და მოქალაქეები”.

“ის რაც მოხდა, არ იყო შს სამინისტროს და მინისტრის არჩევანი. ეს მათი მოვალეობაა, რომ წესრიგი და დემოკრატიული ინსტიტუტები დაიცვან.

შედეგი მძიმეა, რადგან ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერია.

პასუხიმსგებლობა შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ გამოყეენბეინათ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს სამართლამდაცველებზე.

ცალკეულ შემთხვვებში ცალკეული ადმაიანების [პოლიციელების] მრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებეის ფაქტებს

ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება.

დაწყებულია გამოძიება პროკურატურაში, ხოლო შსს-ს გენინსპექციაში მოწვეულია ომბუდმსენი, რასაც მე მივესალმები”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ასევე “იდენტიფიცირებულია პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლისსამართლებრივად მონაწილე პირები. ისინი ორგანიზატორებთან ერთად აუცილებლად წარსდგებიან მართლმასჯულების წინაშე. 10 პოლიციელეს შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმეს საქმეში იკვეთება ნიშნები და ჩვენ უზრუნველყოფთ გამჭვირვალე გამოძიებას”, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი