ის საკითხები, რომელიც ეკლესიის სინოდმა უნდა განიხილოს, უცნობია. თუმცა სინოდმა უნდა იმსჯელოს არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის შესახებ, რომელიც სინოდმა 3 ივნისს გამართულ სხდომაზე მღვდელმთავრად 3 სასულიერო პირთან ერთად აირჩია, თუმცა მათგან განსხვავებით მთავარ ეპისკოპოსად არ უკურთხებია.
რატომ არ შესრულდა სინოდის გადაწყვეტილება, განმარტებები საპატრიარქოში არ გაუკეთებიათ. სინოდის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მაგალითები ხშირი არაა. სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ისევ სინოდს შეუძლია.









