ახალი ამბები

ბერძენიშვილი: საყდრისის საკითხი პარლამენტში შექმნილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს

22 დეკემბერი, 2014 • • 1069
ბერძენიშვილი: საყდრისის საკითხი პარლამენტში შექმნილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს

“პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ერთ მხარეს 3000 ადამიანი მუშა და მეორე მხარეს კულტურული მემკვიდრეობა, სტერილური არქეოლოგიური ძეგლია, ცუდი მრჩევლები ჰყავს. ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ასე არ დგას საკითხი, ეს შესასწავლია. ანუ ჩვენ გვჭირდება პარლამენტში, მე რესპუბლიკელების პოზიციას ვაჟღერებ, ისეთი კომისიის შექმნა, რომელიც როგორც ჩვენი, ისე წინა ხელისუფლების დროს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებს შეისწავლის”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი