ახალი ამბები

პარლამენტმა კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

27 ივნისი, 2019 • 926
პარლამენტმა კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ვლადიმერ კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს, 27 ივნისს ცნო.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილების ცნობის თობაზე 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც კახაძემ გაიმარჯვა, შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

2019 წლის მაისში გამართული არჩევნების მეორე ტურში კახაძემ “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს მოუგო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი