ახალი ამბები

ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი, მელიასთვის მანდატის შეჩერებას ხმას მივცემდი

26 ივნისი, 2019 • 1612
ქაცარავა: თბილისში რომ ვყოფილიყავი, მელიასთვის მანდატის შეჩერებას ხმას მივცემდი

“ქართული ოცნების” დეპუტატის სოფიო ქაცარავას განცხადებით, თბილისში რომ ყოფილიყო, აუცილებლად მისცემდა ხმას ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს:

“არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს”, – ამბობს სოფიო ქაცარავა.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა მისცა გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე.

შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

დეპუტატები, ვინც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს – სია

მასალების გადაბეჭდვის წესი