ახალი ამბები

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ “მძარცველის” ქცევა არაბუნებრივი იყო – აიპლიუსი

26 ივნისი, 2019 • 1550
გვრჩება შთაბეჭდილება, რომ “მძარცველის” ქცევა არაბუნებრივი იყო – აიპლიუსი

თბილისში, პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია “აიპლიუსის” ძარცვის მცდელობასთან დაკავშირებით კომპანია  განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ინციდენტში მონაწილე პირი არაბუნებრივად იქცეოდა, თუმცა კომპანიაში არ ესმით, რატომ შეიძლებოდა შერჩეულიყო “აიპლიუსი” “ინსცენირების ადგილად”.

“…სამეთვალყურეო ჩანაწერების ნახვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ძარცვის ფაქტში “მძარცველის” ქცევა არაბუნებრივია, თუმცა გაურკვევლია, რატომ შეიძლება, შესაძლო ინსცენირების ადგილად “აიპლიუსი” შერჩეულიყო.

ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ აიპლიუსი მომავალში არ იქნება “გახვეული” შესაძლო ხელოვნურ პროვოკაციებში და არ მოხდება სხვადასხვა პროვოკაციისთვის აიპლიუსი “გამოყენებული”. მოვუწოდებთ შს სამინისტროს, ფაქტის გამოძიებისას განიხილოს ძარცვის ფაქტის პოლიტიკური ინტერესების მქონე მხარეების მიერ შესაძლო ინსცენირირების ვერსიაც”, – აღნიშნავს კომპანია.

პოლიციამ “112”-დან შესული შეტყობინების საფუძველზე 1987 წელს დაბადებული ნოდარ რაფავა დააკავა, რომელსაც თბილისში, Iplus-ის მაღაზიაში შეჭრას, მძევლის აყვანასა და ნივთების დაზიანებას ედავებიან. მედიის ნაწილი, მათ შორის ტვ “იმედი” და “POSTV”, მას დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციებთან აკავშირებს და იუწყება, რომ დაკავებული დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა და სხვების მსგავსად შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენება მოითხოვა. აქციის ორგანიზატორები უარყოფენ რაიმე კავშირს რაფავასთან.

ორგანიზატორები უარყოფენ, რომ ყაჩაღობაში ბრალდებულს კავშირი აქვს ანტისაოკუპაციო აქციასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი