ახალი ამბები

ღარიბაშვილი აქციის დაშლაზე: ყველგან ხდება, ყველა ქვეყანაში

26 ივნისი, 2019 • 844
ღარიბაშვილი აქციის დაშლაზე: ყველგან ხდება, ყველა ქვეყანაში

ირაკლი ღარიბაშვილი, ოცნების ერთ-ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად “ოცნების” პოლიტიკური მდივანია, 20 ივნისს თბილისში დემონტრანტების ძალის გამოყენებით დაშლაზე ტვ პირველი ეთერში დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ “ყველგან ხდება”:

“მე არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო დაზარალებულ  ადამიანებს. ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი იქნა ბოროტად გამოყენებული. ამ ბინძურ პროვოკაციას მოჰყვა აქციის დაშლა და ამ გულწრფელი ახალგაზრდების დაშლაც.  ყველგან ხდება –  ევროპაში, ამერიკაში, სრულდება დიდი ტკივილით.

ყველა ქვეყანაში ესვრიან ასე ტყვიებს? ჰკითხა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ღარიბაშვილს, რომელმაც ახალი ხელისუფლების” პირობებში კარიერა შინაგან საქმეთა მინისტრობით დაიწყო, რაზედაც უპასუხა, რომ სხვა ქვეყნაში რა ტყვიებს იყენებენ, ზუსტად არ იცის.

“მე არ ვიცი,  ბატონმა მელიამ თავი წარმოაჩინა გამათავისუფლებლად, ამას სახელმწიფო არ დაუშვებდა და ამაზე ჰქონდა მკაცრი რეაგირება”.


მოქალაქეების პროტესტი თბილისში მოჰყვა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის გამოსვლას, რის შემდეგაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს და მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის და შს მინისტრის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. პირველივე დღეს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები მეექვსე დღეა  ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

ღარიბაშვილი: გახარიას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში

მასალების გადაბეჭდვის წესი