ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გახარიას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში

26 ივნისი, 2019 • 1892
ღარიბაშვილი: გახარიას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ამბობს, რომ შს მინისტრს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს:

“გუნდი მხარს უჭერს ბატონ გახარიას. გიორგის აქვს სრული მხარდჭერა ამ პროცესებში. კიდევ ვიმეორებ, თუ იყო ამა თუ იმ სპეცრაზმელის გადაცდომა, ეს გაირკვევა. საუბარი რაზეა, თუ დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს თუ ახალგაზრდებს, ეს ფაქტები იქნება შესწავლილი და ყველა კითხვას, რა თქმა უნდა, მეც მომხრე ვარ, გაეცეს ამომწუავი პასუხი. დანარჩენი, მე ვფიქრობ, არის უბრალოდ იმ უდიდესი გამოუსწორებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერია, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა” ,- ამბობს ღარიბაშვილი.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან უკვე მეექვსე დღეა ფართომასშტაბიანი აქციები იმართება.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი