ახალი ამბები

შპს “ჰერმესის” თანაშრომელი დააკავეს

18 დეკემბერი, 2014 • • 1538
შპს “ჰერმესის” თანაშრომელი დააკავეს

ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 2 000 ლარი გამოართვა.


როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი