ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

25 ივნისი, 2019 • 1450
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირო რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსეთს დაუბრუნდა ხმის უფლება, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო წართმეული ჰქონდა. რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას 2019 წლის მაისში მხარი დაუჭირა მინისტრთა კომიტეტმა, რასაც შემდეგ მოჰყვა საპარლამენტო ასამბლეის იდენტური გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, რეზოლუცია სამომავლოდ არ ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მსგავსი სანქცია კიდევ ერთხელ იქნას გამოყენებული ევროსაბჭოს რომელიმე წევრის, მათ შორის, რუსეთის მიმართაც.

როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ევროსაბჭოს წევრების უფლება, ხმა მისცენ, ისაუბრონ და განახორციელონ წარმომადგნელობითი უფლებამოსილება ასამბლეაზე, არ უნდა იყოს შეზღუდული.

გადაწყვეტილებას მხარი სხვადასხვა ქვეყნის 118-მა დელეგატმა დაუჭირა, 62 წინააღმდეგი იყო, ხოლო 10-მა თავი შეიკავა.

ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს 2014 წლიდან ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) და მხოლოდ პლენარულ სხდომებზე დასწრება შეეძლო.

საპასუხოდ მოსკოვმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ბიუჯეტში 33 მილიონი ევროს გადახდა, რაც მთელი ბიუჯეტის 7%-ია და ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ევროსაბჭოს წევრი არის  კონტინენტის 47 სახელმწიფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი