ახალი ამბები

ვერც კი ვიოცნებებდით, რომ ივანიშვილი ასე სწრაფად დათანხმებოდა პროპორციულ სისტემას – ვაშაძე

24 ივნისი, 2019 • 967
ვერც კი ვიოცნებებდით, რომ ივანიშვილი ასე სწრაფად დათანხმებოდა პროპორციულ სისტემას – ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზოციურ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ და შეთანხმდენ საერთო პოზიციაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველასთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

“შეიძლება ჩვენი მოსაზრებები განსხვავდებოდეს – მე ვფიქრობდე, რომ 3%-იანი ბარიერი უფრო სწორია, რათა დესტრუქციული ძალები არ მოხვდნენ პარლამენტში, სხვა ფიქრობდეს, რომ ნულოვანი სჯობს, მაგრამ ამ დისკუსიას უკვე აღარანაირი აზრი არა აქვს ამ ეტაპზე. მთავარია, აღარ იქნება ერთპარტიული, მონოპოლიური დიქტატურის მსგავსი სისტემები. ორიოდე კვირის წინ, როდესაც პარლამენტში 300 ათასი ხელმოწერა შეგვქონდა, ვერც კი ვიოცნებებდით იმაზე, რომ ივანიშვილი ასე სწრაფად შეიძლებოდა დათანხმებოდა პროპორციულ სისტემას”,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ახლა უმჯობესია მიღწეული შედეგით ფუნდამენტი ჩაეყაროს დემოკრატიას.

“ჩვენ პროპორციულ სისტემას ვუჭერთ მხარს. მესმის, რომ ივანიშვილს ჰგონია, რომ ნულოვანი ბარიერით რაღაც ხრიკებს მოიგონებს, მაგრამ ეს ცალსახად ნიშნავს, რომ დაძლეულია მთავარი წინააღმდეგობა, რომელოც იყო დემოკრატიული განვითარების კუთხით. დანარჩენი მოლაპარაკების საკითხია. ბევრმა მკითხა, ხომ არ მოგვატყუებსო? – ვერ მოგვატყუებს. უკვე გადალახულია ის ზღვარი, საიდანაც უკან დასახევი გზა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს და ის მაქსიმალურად დაჰყვება ამ მოთხოვნებს. ახლა საჭიროა სხვა მოთხოვნების შესრულება”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი ვაშაძემ.

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი