ახალი ამბები

ქანთარია საყდრისზე: ადრეც და ახლაც, იმ პირობებში შეუძლებელია, თვალს შთაბეჭდილება მიეღო

17 დეკემბერი, 2014 • • 1212
ქანთარია საყდრისზე: ადრეც და ახლაც, იმ პირობებში შეუძლებელია, თვალს შთაბეჭდილება მიეღო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მხარს უჭერს, რომ საყდრისში აღმოჩენილი მასალა გადაიტანონ ცალკე სამუზეუმო სივრცეში. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში პარლამენტარმა განაცხადა:

 

“იქ, იმ პირობებში მე რაც ვნახე, ყოვლად შეუძლებელია… სილა, ქვიშა, ყველაფერი ერთად… იქ შეუძლებელია თვალისათვის, გინდაც ექსპერტისთვის, გინდაც მნახველისთვის ტურისტისთვის, ვინმეს მიეღოს შთაბეჭდილება. იყო ადრე და ახლაც მგონია, რომ ასეა.”

 

პარლამენტარი ამბობს, რომ კულტურის სამინისტომ იჩქარა, როცა საყდრისზე გადაწყვეტილება მიიღო და პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გაეხადა.

 

“კულტურის სამინისტროს ახლანდელ ხელმძღვანელობას კვლევების შესახებ, რომელიც დაგროვილია, უნდა ჩაეყენებინა საზოგადოება, უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო ეს პროცესი. არა ახლა, არამედ მანამდე. ნებისმიერი დასკვნის შესახებ გზადაგზა საზოგადეობა უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში. ასევე მაშინ, როდესაც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. დღეს მქონდა კულტურის მინისტრთან შეხვდრა, მე გავუზიარე ეს შთაბეჭდილებები, მე ძალიან მომწონს, რომ ის არ გაექცა პრობლემებს, მან აიღო პასუხისმგებლობა ამაზე”, – ამბობს ქანთარია.

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

ნუკრი ქანთარია
ნუკრი ქანთარია

მასალების გადაბეჭდვის წესი