ახალი ამბები

კულტურის მინისტრი: სამინისტროში არ გვიმსჯელია, როდის დაიწყებოდა საყდრისში სამუშაოები

17 დეკემბერი, 2014 • • 1024
კულტურის მინისტრი: სამინისტროში არ გვიმსჯელია, როდის დაიწყებოდა საყდრისში სამუშაოები

“არავითარ შემთხვევაში. არც ვადები სამუშაოების დაწყების, არც ფორმატი სამუშაოების და არც ფორმა, მსჯელობის საგანი სამინისტროში არ არის, იმიტომ, რომ ეს არ არის სამინისტროს კომპეტენცია. ეს არის დარგობრივი უწყებების კომპეტენცია. რა უნდა გასაჩივრდეს, ეს ალბათ იურისტებს უნდა ჰკითხოთ. ის რამდენიმე ბრძანებულება, რომელიც ახლავს ამ საკითხს, სურვილის შემთხვევაში, ან საკმარისი დასაბუთების და საფუძვლის შემთხვევაში ეს ბრძანებულებები გასაჩივრდეს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

კითხვაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს ის, რომ მისი ბრძანების შემდეგ საყდრისის მაღარო აღარ არსებობს იმ სახით, ვიდრე მისი ბრძანების გაცემამდე იყო, მინისტრმა უპასუხა:

მე დისკომფორტს მიქმნის ის, რომ ეს მსჯელობა გასცდა სამეცნიერო მსჯელობის ფარგლებს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც გულწრფელი, მაგრამ მაინც ემოციებით, რაციონალური, კონსტრუქციული განხილვა და მსჯელობა იმ გარემოებების, რომელიც ახლავს ამ საკითხს, არ ხდება; რომ არ ხდება ამ საკიხთის და ამ ისტორიის განვითარების ხედვაზე მსჯელობა და არის მხოლოდ ურთიერთბრალდებები”.

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრობის კანდიდატი
მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრობის კანდიდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი