„როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს ქართული ღვინის შეტანის წესებს რუსეთის ტერიტორიაზე. უწყება უკვე აქვეყნებს იმ 8 ქართლი კომპანიის სიას, რომლებსაც რუსეთში ღვინის გატანა აუკრძალეს. ეს კომპანიებია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.
„როსპოტრებნადზორი“ აკრძალვას ასე ხსნის: „საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია. 2014-2018 წლებში გაიზარდა იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს“.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვაზე გამოსცა ბრძანება, რომელიც 8 ივლისიდან ამოქმედდება, შემდეგ აკრძალეს ქართული ავიაკომპანიების ფრენა რუსეთისკენ.
რუსეთის ხელისუფლების საქართველოს წინააღმდეგ სანქციები 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება – თბილისში უკვე მეხუთე დღეა ანტისაოკუპაციო აქციები იმართება.