ნეტგაზეთი | პროპორციული არჩევნები მიღწევაა, თუმცა ივანიშვილმა ჩადო ნაღმები – ბერძენიშვილი პროპორციული არჩევნები მიღწევაა, თუმცა ივანიშვილმა ჩადო ნაღმები – ბერძენიშვილი – Netgazeti

პროპორციული არჩევნები მიღწევაა, თუმცა ივანიშვილმა ჩადო ნაღმები – ბერძენიშვილი

რესპუბლიკელები საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა უბარიერო სისტემას, რის შესახებაც ივანიშვილმა ისაუბრა, ნაღმებს უწოდებენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს.

რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ეტაპზე ასეთია:

1. პროპორციული არჩევნების გამოღლეტვა 2020-დან არის სტრატეგიული ხასიათის მიღწევა.

2. ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე. უბარიერო სისტემა (რეალურად ბუნებრივი ბარიერი – ჩვენს შემთხვევაში 0.66%) არის ბევრ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში. ივანიშვილს სურს, სატელიტი ჯგუფებით ფონს გავიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ამას ვერ მიაღწიოს.

3. გახარიას გადადგომა ძალაში რჩება

4. ნაციონალების წარმომადგენელთა დაპატიმრების მუქარას ვგმობთ. ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური რეპრესირების თანხლებით ვერ წარიმართება კონსტრუქციული პროცესი და დიალოგი”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის სპეციალურ ბრიფინგს წინ უძღოდა რამდენიმესაათაინი შეხევდრა როგორც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთან, ისე – საპარლამენტო უმრავლესობასათან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com