ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან საყდრისის დამცველები აქციას მართავენ

16 დეკემბერი, 2014 • • 1257
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან საყდრისის დამცველები აქციას მართავენ

აქციის მონაწილე მარიამ გურგენიძის თქმით, კულტურული მემკვიროების დაცვის სააგენტოსთან შეკრებილი ადამიანები სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურიდან გამოსვლისას სტვენის თანხლებით სირცხვილის კორიდორში ატარებენ. გურგენიძის თქმით, ისინი შეხვედრას სააგენტოს ხელმძღვანელობასთან არ გეგმავენ, რადგან მათ საყდრისთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელსაც ითხოვდნენ, მიიღეს. 

 

აქციის მონაწილე ლალი პერტენავას თქმით, სააგენტომ მას ელექტრონული ფორმატით მიაწოდა დოკუმენტები, რომელსაც ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა კულტურის სამინისტროსთან გუშინ გამართულ აქციაზე მოითხოვეს, რომ გაასაჯაროონ გეოლოგების დასკვნები, ეროვნული მუზეუმის წერილი და ნებართვა, რომლითაც RMG Gold-ს საყდრისის ტეიტორიაზე მიწის სამუშაოების დაწყების უფლება მიეცა. კულტურის სამინისტრომ აქციის მონაწილეები კკულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაამისამართა.

 

აქციების განახლება მოყვა კომპანია „არემჯიის“ მიერ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განახლებას. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი