ახალი ამბები

ხაზარაძე: აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი და ჯაფარიძის ხელახლა არჩევას

24 ივნისი, 2019 • 1683
ხაზარაძე: აქციონერთა 97%-მა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი და ჯაფარიძის ხელახლა არჩევას

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “თიბისი ბანკის ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხელახლა გახდება, მის მოადგილედ კი ისევ ბადრი ჯაფარიძე დაინიშნება.

“ლონდონში ახლახან დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97-მა პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავჯდომარის, და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავჯდომარის მოადგილის, ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.

ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში”, – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე.

აღნიშნული ეხება TBCBANK Group PLC-ს, რომლის ოფისიც ლონდონში მდებარეობს და არა “თიბისი ბანკს”. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უშუალოდ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით 2019 წლის აპრილში დატოვეს.

6 ახალი და საყურადღებო ამბავი, რაც ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლიდან გავიგეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი