ახალი ამბები

პაკისტანის სკოლაში თალიბების თავდასხმის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა

16 დეკემბერი, 2014 • 2255
პაკისტანის სკოლაში თალიბების თავდასხმის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა

BBC იუწყება, რომ როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, სკოლაში უსაფრთხოების თანამშრომლის ფორმაში ჩაცმული 5 თუ 6 შეიარაღებული პირი შევიდა, ხოლო როდესაც პოლიციამ ალყა შემოარტყა სკოლას, შენობიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

 

პაკისტანის არმიის განცხადებით, სკოლის 500–მდე სტუდენტი ევაკუირებულია, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენი მათგანი აიყვანეს მძევლად.

 

სკოლის თანამშრომლის თქმით, მას შემდეგ, რაც სროლა დაიწყო, ისინი საკლასო ოთახებისკენ გაიქცნენ: “ისინი აღებდნენ საკლასო ოთახებს და ესროდნენ ბავშვებს,”– განაცხადა მან.

 

BBC–ს ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან მასწავლებლებიც.

 

როიტერის” ცნობით, პაკისტანელმა თალიბებმა, რომლებიც ხელისუფლების დასამხობად და ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად იბრძვიან, პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ თავდასხმებს, რათა უპასუხონ არმიის მიერ თალიბანზე განხორციელებული შეტევებს.

 

“ჩვენ ავარჩიეთ სამხედრო სკოლა იმიტომ, რომ მთავრობის სამიზნე ჩვენი ოჯახები და ქალებია. გვინდა, რომ მათ ტკივილი იგრძნონ,”– განაცხადა თალიბების წარმომადგენელმა, მუჰამედ უმარ ხორასანმა. 

 

“როიტერი” წერს, რომ თალიბანის სამიზნეები ძირითადად უსაფრთხოების ძალები, საგუშაგოები, სამხედრო ბაზები და აეროპორტებია, სამოქალაქო პირებს კი თავს შედარებით იშვიათად ესხმიან. 2013 წლის სექტემბერში ისინი პეშავარში ეკლესიას დაესხნენ თავს, სადაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.

 

თალიბების თავდასხმის შედეგად დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში © EPA 16.12.2014
თალიბების თავდასხმის შედეგად დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში © EPA 16.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი