ახალი ამბები

პარლამენტში 4 კომიტეტის სხდომა გადაიდო

24 ივნისი, 2019 • 808
პარლამენტში 4 კომიტეტის სხდომა გადაიდო

საქართველოს პარლამენტში დღეს დაგეგმილი რამდენიმე კომიტეტის სხდომა გადაიდო.

კერძოდ, გაურკვეველი დროით გადაიდო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანდაცვის კომიტეტის სხდომები. პარლამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება “ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე უმრავლესობის სხდომას.

ამ დროის მონაცემებით, დღის წესრიგით ჩანიშნული რჩება აგრარულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტების სხდომები. ასევე, 18:00 საათზე დაგეგმილია ბიუროს სხდომა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩეული ვლადიმერ კახაძის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი