ახალი ამბები

გვარამია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მთავრობა რ2-ის შენობაში შევარდნაზე მსჯელობს

23 ივნისი, 2019 • 1027
გვარამია წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მთავრობა რ2-ის შენობაში შევარდნაზე მსჯელობს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას 2 წყაროსაგან აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიაში შესვლას და “აღებას” გეგმავს.

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი ორი წყაროდან ერთი ხელისუფლებას წარმოადგენს.

გვარამიას ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული შეჭრა დღეს ღამით განხორციელდება. რ2-ის დირექტორის ცნობით, ხელისუფლების შიგნით ამ  იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ამის მომხრეა.

გვარამია ხელისუფლებას მოუწოდებს ეს არ გააკეთონ, რადგან მისი თქმით, ეს ყველაფერი პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი