ახალი ამბები

სწორედ ახალგაზრდობის ხმა მოიტანს ცვლილებას! – UNKLE-ს მიმართვა Open Air-ზე

23 ივნისი, 2019 • 2129
სწორედ ახალგაზრდობის ხმა მოიტანს ცვლილებას! – UNKLE-ს მიმართვა Open Air-ზე

22 ივნისის ღამით, Tbilisi Open Air-ის მთავარი სცენიდან მსმენელს UNKLE-ს დამფუძნებელმა, მუსიკოსმა ჯეიმს ლაველმა მიმართა. თბილისში მიმდინარე პროცესების ფონზე, მან ერთობისა და ახალგაზრდობის აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს ცვლილების წინაპირობაა.

“გოგოები და ბიჭები, განსხვავებული ფერის, განსხვავებული ხალხი დგას აქ. და ერთადერთი გზა იმისა, რომ რამე შევცვალოთ, ერთად ყოფნაა. სწორედ ახალგაზრდობის ხმაა ის, რაც მოიტანს ცვლილებას.

ასე რომ, მინდა გითხრათ, ამ მიმდინარე სიგიჟის ფონზე, ის ფაქტი რომ თქვენ ხართ აქ და ჩვენ აღვნიშნავთ ამ ყველაფერს სიყვარულით… მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ძალიან დიდი მადლობა”, – თქვა მან, რასაც მსმენელის ოვაციები მოჰყვა. 

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს იმართება. 20 ივნისს, თბილისის ცენტრში დემონსტრაციის ძალისმიერი დარბევის შემდეგ, ფესტივალის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ღონისძიება მაინც ჩატარდებოდა და იქიდან იტყოდნენ თავიანთ სათქმელს.

Open Air 2019 ოკუპაციისა და ძალადობის პროტესტით დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი