წელს მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 4-5 ივლისს მეთხუთმეტედ გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ფესტივალი კვლავ ერთგული რჩება თავისი იდეოლოგიის „მუსიკა ათავისუფლებს” და მსმენელს კვლავ Lisi Wonderland-ში ეპატიჟება.

„ფესტივალი გამორჩეული იქნება არა მხოლოდ ლაინაფით, არამედ ახალი კოლაბორაციებითა და სივრცეებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

Tbilisi Open Air-ის  ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი ერთგვარი შეჯამებაა იმ გზის, რომელიც TOA-მ 2009 წლიდან დღემდე გაიარა:

  • „Zion Garden-ის 10 წელი: ფესტივალის საკულტო psy-ტრანს სცენა ათწლიან იუბილეს აღნიშნავს.
  • Mzesumzira-ს დებიუტი: წელს პირველად, TOA-ს მრავალფეროვან ოჯახს გამორჩეული ენერგიითა და ფერებით ჩვენი მეგობარი MZESUMZIRA-ს სცენა შემოუერთდება.
  • ფეხბურთი და მუსიკა: მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ფესტივალზე მოეწყობა სპეციალური ზონა, სადაც გულშემატკივრები მერვედფინალურ მატჩებს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ.

Supernatural Wine Festival: მუსიკასთან ერთად, სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საუკეთესო ნატურალური ღვინოების აღმოჩენა და გასინჯვა შეეძლებათ.

ლაინაფი: საერთაშორისო სცენა და აქტუალური ქართული მუსიკა

წლევანდელი მთავარი სცენის ჰედლაინერი ბრიტანული შუგეიზის (Shoegaze) გავლენიანი ბენდი, Slowdive-ია, რომელიც საქართველოს პირველად ეწვევა. მათთან ერთად საიუბილეო პროგრამაშია:

  • Hooverphonic – ბელგიური ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული პოპის გამორჩეული წარმომადგენლები.
  • Molchat Doma – ბელარუსული წარმოშობის პოსტ-პანკ ბენდი, რომელიც TOA-ზე დაბრუნებას განსაკუთრებული მუხტით გეგმავს.
  • Jay-Jay Johanson – შვედი მუსიკოსი, მელანქოლიური ელექტრო-პოპის სიმბოლო.
  • Kordz & Security with Gori Children’s Choir feat. Mechanical Rainbow – ექსკლუზიური პერფორმანსი, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცევა.
  • ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს MZESUMZIRA-ს სცენაზე Matias Aguayo და Fantastic Man b2b Tornado Wallace დახვდებათ, ხოლო Zion Garden-ს იუბილეზე პირველად ეწვევა მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი Ace Ventura“, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ბილეთები და Early Bird

  • ფესტივალზე დასასწრები Early Bird აბონემენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია:
    სტანდარტული აბონემენტი: 105 ლარი
  • აბონემენტი ახალი თიბისი ბარათით (-20%): 84 ლარი
  • აბონემენტი ახალი თიბისი კონცეპტ Visa ბარათით (-25%): 78.75 ლარი

Early Bird აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია. Early Bird-ის დასრულების შემდეგ აბონემენტის ფასი მოიმატებს და დღიური ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.

ასაკობრივი პოლიტიკა: 10 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა (სრულწლოვანის თანხლებით). 11-17 წლის მოზარდებისთვის აუცილებელია ბილეთი და სრულწლოვანი თანმხლები პირი.

კარი იხსნება: 4 ივლისს, 14:00 საათზე.